Accessibility links

ირლანდიელმა ამომრჩევლებმა, წინასწარი მონაცემების თანახმად


ირლანდიელმა ამომრჩევლებმა, წინასწარი მონაცემების თანახმად, მხარი დაუჭირეს ნიცის ხელშეკრულებას,

ირლანდიელმა ამომრჩევლებმა, წინასწარი მონაცემების თანახმად, მხარი დაუჭირეს ნიცის ხელშეკრულებას,
რომელიც საფუძველს უქმნის ევროპის კავშირის შემდგომ გაფართოებას. რეფერენდუმის ორგანიზატორთა ცნობით, ევროკავშირის გაფართოებას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა თითქმის 68 პროცენტმა. ოფიციალურ შედეგებს დღეს, გვიან საღამოსთვის ელიან. ირლანდია ევროპის კავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია 2000 წლის დეკემბერში ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიკაცია. შარშან გამართულ პირველ რეფერენდუმში ამის წინააღმდეგი იყო ამომრჩეველთა 54 პროცენტი. გუშინდელი რეფერენდუმის უარყოფითი შედეგი ეჭვქვეშ დააყენებდა ევროკავშირის გაფართოების გეგმის განხორციელებას.
XS
SM
MD
LG