Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში 20 ოქტომბერი გლოვის დღედ


ავსტრალიაში 20 ოქტომბერი გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს

ავსტრალიაში 20 ოქტომბერი გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს
ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დაღუპული ასზე მეტი ავსტრალიელის ხსოვნის პატივსაცემად მოწყობილ სამგლოვიარო ცერემონიებში. შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს საკურორტო კუნძულ ბალიზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა; ხოლო 300-ზე მეტი – დაშავდა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ ჰაუარდმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტერორიზმის წინააღმდეგ ომში აშშ-ის მოკავშირედ რჩება. შაბათს ინდონეზიის პოლიციამ დააპატიმრა დაჯგუფება “ჯამაა ალ-ისლამიიას” სულიერი ლიდერი აბუ ბაქარ ბაშირი. იგი ეჭვმიტანილია ტერორისტულ საქმიანობაში. ინდონეზიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბალიზე მომხდარი აფეთქება ხსენებული დაჯგუფების მოწყობილი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, არ გამორიცხავენ “ჯამაა ალ-ისლამიიას” კავშირს “ალ-ყაიდის” ტერორისტულ ქსელთან.
XS
SM
MD
LG