Accessibility links

ისრაელი გაიყვანს თავის ჯარს მდინარე


ისრაელი გაიყვანს თავის ჯარს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ჰებრონიდან.

ისრაელი გაიყვანს თავის ჯარს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ჰებრონიდან.
ამის შესახებ, ქვეყნის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით, ისრაელის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან. არმიის საგუშაგოებს მხოლოდ ქალაქის შემოგარენში, ორ ბორცვზე დატოვებენ – იმ შემთხვევისთვის, თუ პალესტინელი სნაიპერები ცეცხლს გაუხსნიან ებრაელთა ახლომდებარე დასახლებებს. გუშინ საღამოს, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ნაბლუსის მიდამოებში, მოხდა შეტაკება ებრაელ მოსახლეებსა და ისრაელ პოლიციელებს შორის. ეს უკანასკნელნი უკანონოდ აშენებული ნაგებობების დანგრევას ცდილობდნენ. დაიჭრა 30-მდე ადამიანი. პოლიციის ქმედებას წინააღმდეგობას უწევდა ასობით ებრაელი მოსახლე. ზოგიერთი მათგანი მიწაზე დაწვა და ასე შეეცადა, გზა გადაეღობა შენობების დასანგრევად მოყვანილი ბულდოზერებისთვის. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა და თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა დაგმეს ებრაელ მოსახლეთა საქციელი.
XS
SM
MD
LG