Accessibility links

logo-print

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ფხენიანში


კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ფხენიანში დაიწყო ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეის ოფიციალურ წარმომადგენელთა სამდღიანი მოლაპარაკება,

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ ფხენიანში დაიწყო ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეის ოფიციალურ წარმომადგენელთა სამდღიანი მოლაპარაკება,
რომლის ყურადღების ცენტრში ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამაა. გასულ კვირაში ფხენიანმა აღიარა, რომ განაგრძობს ბირთვული იარაღის პროგრამის განხორციელებას. მიღებული ცნობების თანახმად, სამხრეთი კორეის წარმომადგენლებმა თავიანთ ჩრდილოელ მეზობლებს მოუწოდეს, შეწყვიტონ ხსენებულ პროგრამაზე მუშაობა. ჩრდილოეთკორეელთა პასუხის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან. დღეს იაპონიას ესტუმრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს კელი. მასპინძელი ქვეყნის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებზე იგი სწორედ ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
XS
SM
MD
LG