Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ და ბრიტანელ ექსპერტთა ცამეტკაციანმა


ამერიკელ და ბრიტანელ ექსპერტთა ცამეტკაციანმა საგამოძიებო ჯგუფმა ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ დატოვა უკრაინის დედაქალაქი.

ამერიკელ და ბრიტანელ ექსპერტთა ცამეტკაციანმა საგამოძიებო ჯგუფმა ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ დატოვა უკრაინის დედაქალაქი.
აღნიშნულ ჯგუფს უკრაინის მიმართ გასულ თვეში შეერთებული შტატების მიერ გამოთქმული ბრალდების საფუძვლიანობის შესწავლა ევალებოდა. გასულ თვეში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია 2000 წლის ივლისით დათარიღებული აუდიოჩანაწერის აღმოჩენის შესახებ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მიერ ერაყისთვის ას მილიონ დოლარად "კოლჩუგის" სარადარო სისტემის მიყიდვას ადასტურებს. უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩის კარლოს პასკუალის განცხადებით, საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის შედეგები, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კვირის მანძილზე არ გამოქვეყნდება. "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი იტყობინება, რომ გამოძიების შედეგები 27 ოქტომბერს, ლონდონში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG