Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი განაგრძობს ვიზიტს შუა აზიის ქვეყნებში. იგი ამჟამად ტაჯიკეთში იმყოფება.

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი განაგრძობს ვიზიტს შუა აზიის ქვეყნებში. იგი ამჟამად ტაჯიკეთში იმყოფება.
გუშინ კოფი ანანი ყირგიზეთის პრეზიდენტ ასკარ აყაევსა და ყირგიზეთის პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებს შეხვდა. საუბარი ტერორიზმთან ბრძოლასა და შუა აზიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეეხებოდა. კოფი ანანის ეს აზიური ტურნე ჩინეთში დაიწყო, რის შემდეგაც ის მონღოლეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვია. ტაჯიკეთიდან ის თურქმენეთში გაემგზავრება, საიდანაც გაეროს გენერალური მდივანი ნიუ იორკის ოფისში დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG