Accessibility links

logo-print

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ მდინარე


ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში პალესტინელთა ორი სახლი გაანადგურეს.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში პალესტინელთა ორი სახლი გაანადგურეს.
ისრაელის ეს აქცია გუშინ თელ-ავივის ჩრდილოეთით, ქალაქ ჰადერასთან მომხდარ ტერორისტულ აქტს მოჰყვა, რომელმაც 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბრძოლო რეიდის დროს სამიზნეს წარმოადგენდა იმ ორი პალესტინელი მოზარდის სახლი, რომლებსაც ბრალი თელავივში ივლისში მომხდარი ტერაქტების ჩადენაში ედებათ, რომლების დროსაც თავად ტერორისტებიც დაიღუპნენ. როგორც ივლისში, ასევე გუშინ მომხდარი ტერაქტების ორგანიზატორად თავს რადიკალური პალესტინური დაჯგუფება – ისლამური ჯიჰადი აცხადებს.
XS
SM
MD
LG