Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვა თანახმაა, გაიოლებული სარკინიგზო ტრანზიტი


ლიტვა თანახმაა, გაიოლებული სარკინიგზო ტრანზიტი შესთავაზოს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის ძირითად ტერიტორიას შორის იმოგზაურებენ.

ლიტვა თანახმაა, გაიოლებული სარკინიგზო ტრანზიტი შესთავაზოს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის ძირითად ტერიტორიას შორის იმოგზაურებენ.
ამის შესახებ იტყობინება "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ლუქსემბურგიდან, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს კალინინგრადის პრობლემას განიხილავენ. გაიოლებული ტრანზიტი იმოქმედებს მომავალი წლის პირველი ნახევრის განმავლობაში. ამის შემდეგ კი ლიტვის ტერიტორიაზე მოგზაურობისთვის რუსეთის მოქალაქეებს "სატრანზიტო დოკუმენტი" დასჭირდებათ, როგორც ამას ევროკავშირი მოითხოვს. რუსეთი კი განაგრძობს საკუთარი პოზიციის დაცვას და რუსეთის მოქალაქეებისთვის ლიტვის ტერიტორიის გავლით უვიზო ტრანზიტის უფლების მინიჭებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG