Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯონ ბოლტონი დღეს ასრულებს ოფიციალურ ვიზიტს მოსკოვში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯონ ბოლტონი დღეს ასრულებს ოფიციალურ ვიზიტს მოსკოვში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან შეხვედრაზე მან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო, აგრეთვე, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების მოსალოდნელ შეხვედრას მეხიკოში, სადაც ამ კვირაში აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური სამიტი გაიმართება. ბოლტონის განცხადებით, იგორ ივანოვთან შეხვედრისას მან აგრეთვე წამოჭრა ერაყის შესახებ გაეროს ახალი რეზოლუციის საკითხი, თუმცა, ეს არ წარმოადგენდა შეხვედრის მთავარ თემას. არამედ, მთავარი საკითხები ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის წარმოება და რუსეთის მიერ ირანისთვის ატომური იარაღის წარმოებაში სავარაუდოდ გაწეული დახმარება იყო. მანამდე კი რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთი უკმაყოფილოა გაეროს რეზოლუციის პროექტით, რომელიც გამორიცხავს ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, თუკი ის არ განიარაღდება.
XS
SM
MD
LG