Accessibility links

ბელორუსიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა დღეს


ბელორუსიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა დღეს რუსეთის პარტიის, ”მემარჯვენე ძალთა კავშირის” ლიდერები: ბორის ნემცოვი და ირინა ხაკამადა,

ბელორუსიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა დღეს რუსეთის პარტიის, ”მემარჯვენე ძალთა კავშირის” ლიდერები: ბორის ნემცოვი და ირინა ხაკამადა,
რომლებიც ბელორუსიის ოპოზიციურ პარტიათა კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდნენ მინსკში. გაზეთ ”კომერსანტის” კორესპონდენტმა ელენა ტრეგუბოვამ, რომელიც მემარჯვენე ძალთა კავშირის ლიდერებს ახლდა ამ მოგზაურობაში, ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, რომ ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა მინსკის აეროპორტში ჟურნალისტებისაგან განაცალკევეს ნემცოვი და ხაკამადა და ძალით ჩასვეს კომპანია ”ბელ-ავიას” თვითმფრინავში, რომელმაც მოსკოვისაკენ აიღო გეზი. ბორის ნემცოვმა ამ ინციდენტს, ბელორუსიის ხელისუფალთა დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. ნემცოვმა განაცხადა აგრეთვე, რომ დაკავებისას, ბელორუსიის კაგებეს აგენტებმა სცადეს ნემცოვის ჩანთაში ჩაედოთ საქაღალდე, რომელშიც უცხოური ვალუტა იდო. ბელორუსიის ხელისუფლება ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ამ ინციდენტს.
XS
SM
MD
LG