Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უილიამ ბერნსმა ისრაელის მთავრობის წევრებს დღეს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უილიამ ბერნსმა ისრაელის მთავრობის წევრებს დღეს
ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების ახალი გეგმა გააცნო. ხვალ იგი პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენლებს შეხვდება. მოლაპარაკება იასირ არაფატთან - არ გაიმართება. როგორც ისრაელი, ასევე პალესტინელები აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ მომზადებულ გეგმას, რომელსაც გაერომ, რუსეთმა და ევროკავშირმა დაუჭირეს მხარი, საკვანძო საკითხებში კონკრეტულობა აკლია. წუხელ, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში, ისრაელმა სამხედრო მოსამსახურეებმა პალესტინელ ტერორისტთა ნათესავების სახლები ააფეთქეს. ოპერაციის მსვლეობისას 20-დე პალესტინელი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG