Accessibility links

logo-print

შემცირდა თუ არა ერაყის წინააღმდეგ ომის შესაძლებლობა, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა შეარბილა თავისი რიტორიკა?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გაეროს უშიშროების საბჭოში ერაყის თაობაზე რეზოლუციის მიღება ყოვნდება; ამასობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აშკარად შეარბილა კილო ერაყზე გალაშქრების საკითხში.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბაღდადის წინააღმდეგ ომი აღარ დაიწყება? ამერიკელი ექსპერტები ამის თაობაზე განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

ამ კვირაში მსოფლიოში ნავთობის ფასები დაეცა, იმის წინათგრძნობით, რომ ერაყთან ომი არ დაიწყება. ამ ვარაუდის საფუძველს ჯორჯ ბუშის შემრიგებლური კილო იძლევა. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ ერაყი მშვიდობიანად განიარაღდება, სადამ ჰუსეინი შეიძლება დარჩეს კიდეც ხელისუფლების სათავეში.

ვაშინგტონი თვეების განმავლობაში მოითხოვდა ბაღდადში რეჟიმის შეცვლას და ბუშის ეს სიტყვები ჰუსეინისთვის ზეთის-ხის ტოტის გაწოდებას ჰგავს.
[ბუშის ხმა] “თუ სადამი შეასრულებს გაეროს ყველა პირობას, პირობებს, რომლებიც მე ძალიან მკაფიოდ, ყველასთვის გასაგები სიტყვებით ჩამოვაყალიბე, ეს თავისთავად იქნება რეჟიმის შეცვლის ნიშანი”.

მიმოხილველების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ბუშის ეს სიტყვები დიპლომატიური რევერანსია საფრანგეთისა და რუსეთის მიმართ, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა შეარბილა გაეროს უშიშროების საბჭოსთვის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტი, მაინც არ თანხმდებიან მის მიღებაზე.

პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებისას, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სცადეს,სურათი ისე დაეხატათ, თითქოს ბუშის სიტყვაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილიყოს. თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა თქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ სადამ ჰუსეინი გაეროს მოთხოვნებს დაემორჩილება.

დიპლომატიური შეხლა-შემოხლისა და გაეროს რეზოლუციის მიღების პროცესის გაჭიანურების გამო, საქმეში კიდევ ერთი ფაქტორი ჩაერია – კალენდარი.

სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, შეერთებულმა შტატებმა ერაყის წინააღმდეგ ომი შეიძლება დეკემბერსა და მარტმ შუა აწარმოოს, რეგიონისთვის დამახასიათებელი საშინელი სიცხის თავიდან აცილების მიზნით. ჯარისკაცებს მოუხდებათ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან დასაცავად საგანგებო ტანისამოსის ტარება, რაც სიცხეს სრულიად აუტანელს გახდის.

შეერთბული შტატების რეზოლუციის პროექტი თავისთავად შეgყოვნებს ინსპექციის პროცესს. ერაყს ეძლევა 30 დღე იმის სათქმელად, ფლობს თუ არა მასობრივი განადგურების იარაღს. ინპექტორებს მუშაობის დასაწყებად 45დღე დასჭირდებათ, ხოლო უშიშროების საბჭოსთვის შედეგების შეტყობინება კიდევ ორი თვის შემდეგ მოხდება; თუმცა, ინპექტორებმა შეიძლება დაუყოვნელივ ამცნონ საბჭოს ერაყის დაუმორჩილებლობის შესახებ.

ამრიგად, ომის მოწინააღმდეგეთა ბანაკს 4,5 თვე ექნება საიმისოდ რათა საზოგადოებრივი აზრი ომის წინააღმდეგ დარაზმოს.

ამერიკის წამყვანი სამხედრო ექსპერტი ენთონი კორდსმანი სიცხის ფაქტორს გამორიცხავს. მისი აზრით, ამერიკას, რომლის განკარგულებაშია მობილური ავიაცია და სამხედრო ოპერაციების ღამით ჩატარების საშუალება, შეუძლია წლის ნებისმიერ დროს იომოს.

კორდსმანის აზრით, იმ შემთხვევაში თუ გაერო ვაშინგტონისთვის მისაღებ/ი რეზოლუციას მოიწონებს ერაყი არ დაემორჩილება მას და შეერთებულ შტატებს გაეროს 1991 წლის 678-ე რეზოლუციის თანახმად, ძალის გამოყენების უფლება მიეცემა.

კორდსმანის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, სანამ ამერიკელი დიპლომატები გაეროსთან თანამშროლობის გზებს ეძებენ, პენტაგონი სპარსეთის ყურეში ომისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG