Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერიულმა მკვლელმა კიდევ ერთი ადამიანი


სერიულმა მკვლელმა კიდევ ერთი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს მერილენდის შტატში...

სერიულმა მკვლელმა კიდევ ერთი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს მერილენდის შტატში...
მერილენდის შტატში სამშაბათს მოკლული ავტობუსის მძღოლი, სერიული მკვლელი-სნაიპერის მსხვერპლი გახდა ასევე – განაცხადა დღეს ვაშინგტონში პოლიციის წარმომადგენელმა. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, დანაშაულის ადგილზე მკვლელის ახალი წერილი ნახეს. მისი პირველი წერილი შაბათს ნახეს, მორიგი თავდასხმის შემდეგ, ვირჯინიის შტატში. პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, ბოროტმოქმედი 10 მილიონ დოლარს მოითხოვს და ბავშვების დახოცვით იმუქრება. სნაიპერმა, ვაშინგტონის მიმდებარე დასახლებებში უკვე მოკლა 10 ადამიანი, ხოლო 3 - მძიმედ დაჭრა.
XS
SM
MD
LG