Accessibility links

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო,

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო,
რომ სამშვიდობო პროცესი საქართველოსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის კვლავაც ჩიხშია მოქცეული. უშიშროების საბჭოში წარდგენილ ახალ საანგარიშო მოხსენებაში ანანი კვლავ მოუწოდებს აფხაზ სეპარატისტებს, ქართულ მხარესთან მოლაპარაკების საწყის ეტაპად მიიჩნიონ გაეროს მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიას ითვალისწინებს საქართველოს შემადგენლობაში. საანგარიშო მოხსენებაში კოფი ანანი აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ ლტოლვილები დღემდე ვერ დაბრუნებულან თავიანთ სახლებში, აფხაზეთში, ვინაიდან საამისოდ არაა შექმნილი სათანადო პირობები.
XS
SM
MD
LG