Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ”


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ” განაცხადა, რომ გაოგნებული და შეშფოთებულია ბელორუსიის ხელისუფლების მოქმედების გამო,

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ” განაცხადა, რომ გაოგნებული და შეშფოთებულია ბელორუსიის ხელისუფლების მოქმედების გამო,
როცა რუსეთის პარტიის, მემარჯვენე ძალთა კავშირის ლიდერები: ბორის ნემცოვი და ირინა ხაკამადა დღეს მინსკში ჩასვლისთანავე აეროპორტში დააკავეს ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კაგებეს აგენტებმა და მოსკოვში დააბრუნეს. ნემცოვი და ხაკამადა ბელორუსიის ოპოზიციურ პარტიათა კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდნენ მინსკში. ნემცოვმა ამ ინციდენტს ბელორუსიის ხელისუფალთა დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. მან თქვა, რომ დაკვებისას, კაგებეს აგენტებმა სცადეს ნემცოვის ჩანთაში ჩაედოთ საქაღალდე, რომელშიც უცხოური ვალუტა იდო.
XS
SM
MD
LG