Accessibility links

logo-print

ისრაელის შეიარაღებული ძალების ოფიცერს დღეს


ისრაელის შეიარაღებული ძალების ოფიცერს დღეს წაუყენეს ოფიციალური ბრალდება,

ისრაელის შეიარაღებული ძალების ოფიცერს დღეს წაუყენეს ოფიციალური ბრალდება,
რომლის თანახმადაც პოდპოლკოვნიკი, ფულისა და ნარკოტიკების სანაცვლოდ, ტერორისტული დაჯგუფების, ჰეზბოლას სასარგებლოდ ეწეოდა ჯაშუშობას. პოდპოლკოვნიკი და ჯაშუშობის კიდევ 9 თანამონაწილე გასულ თვეს დააპატიმრეს, როცა ცნობილი გახდა, რომ ამ პირებმა ინფორმაცია მიაწოდეს ჰეზბოლას ლიბანის საზღვარზე ისრაელის ჯარის განთავსების შესახებ. ცნობებში არაა მოხსენიებული დაპატიმრებულთა გვარები და ნათქვამია მხოლოდ, რომ ისინი, ისრაელი ბედუინები არიან.
XS
SM
MD
LG