Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები მძაფრად


მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები მძაფრად გმობენ ოთხშაბათს ღამით მომხდარ ტერორისტულ აქტს, მოსკოვში,

მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები მძაფრად გმობენ ოთხშაბათს ღამით მომხდარ ტერორისტულ აქტს, მოსკოვში,
როცა ჩეჩენთა შეიარაღებულმა ჯგუფმა მოვსარ ბარაევის მეთაურობით ასობით მძევალი აიყვანა მოსკოვში, დუბროვკაზე, თეატრალურ ცენტრში. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერებმა საჯაროდ დაგეს ეს აქტი. ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილ მიმართვაში გაოგნებას გამოთქვამენ მოსკოვში მომხდარის გამო. ბალტიის ქვეყნებმა ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა ასევე დაგმეს ხსენებული ტერაქტი და შეშფოთება გამოთქვეს მძევალთა ბედის გამო. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ეს თავდასხმა მორიგი რგოლია დანაშაულობათა იმ გრძელი ჯაჭვისა, რასაც საერთაშორისო ტერორისტები სჩადიან. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პეკინი გმობს ტერორიზმის ყოველნაირ გამოვლინებას. ბულგარეთმა განაცხადა, რომ ტერორიზმი მიუღებელია, როგორც პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალება. გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ გაოგნებულია მომხდარით და თან დასძინა, რომ მსოფლიო ვერ დაუშვებს იმას, რომ საზოგადოებებს ტერორიზმმა შეუქმნას საფრთხე. ევროკავშირმა განაცხადა, რომ სავსებით უჭერს მხარს რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევას – ყოველნაირად უზრუნველყოს მძევალთა განთავისუფლება. შეერთებულმა შტატებმა ასევე დაგმო მძევალთა აყვანა; თეთრმა სახლმა დახმარება შესთავაზა მოსკოვს ამ კრიზისის მოგვარებაში. როგორც ისრაელმა, ასევე პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ ასევე დაგმეს მოსკოვში მომხდარი ტერაქტი.
XS
SM
MD
LG