Accessibility links

რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ


რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩეჩენმა ტერორისტებმა,

რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩეჩენმა ტერორისტებმა,
ასობით ადამიანი რომ ჰყავთ დატყვევებული მოსკოვში, ერთი მძევალი-ქალი, მოკლეს. ტელეკომპანია ენტევეს ცნობით, ქალი წუხელ მოკლეს, ტერორისტთა მიერ თეატრალური ცენტრის იერიშის დროს. უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელს, სერგეი იგნატენკოს არ უთქვამს მოკლული ქალის გვარი. ჩეჩენ სეპარატისტთა გვერდზე, ინტერნეტში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ქალს მაშინ ესროლეს, როცა თეატრის შენობაში სცადა შესვლა. ტერორისტებმა იგი პოლიციელად მიიჩნიეს. სახელმწიფო დუმის რამდენიმე წევრმა მოლაპარაკება გამართა ტერორისტებთან. ერთ- ერთი დეპუტატის, ირინა ხაკამადას სიტყვით, ტერორისტებმა მას ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა გააცნეს. ხაკამადამ განაცხადა, რომ ამიერიდან ტერორისტები უარს ამბობენ ვინმესთან შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტის და უმაღლესი სამხედრო სარდლობის წარმომადგენლების გარდა. ამ დროისათვის ტერორისტებმა 50-ზე მეტი მძევალი, მათ შორის 15 ბავშვი გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG