Accessibility links

logo-print

რუსეთის პარტიის ”იაბლოკოს” ლიდერმა გრიგორი


რუსეთის პარტიის ”იაბლოკოს” ლიდერმა გრიგორი იავლინსკიმ შეწყვიტა მოგზაურობა ციმბირში და მოსკოვში ბრუნდება,

რუსეთის პარტიის ”იაბლოკოს” ლიდერმა გრიგორი იავლინსკიმ შეწყვიტა მოგზაურობა ციმბირში და მოსკოვში ბრუნდება,
რათა მოლაპარაკება გამართოს ჩეჩენ ტერორისტებთან, რომლებსაც ასობით ადამიანი ჰყავთ კვლავაც დატყვევებული მოსკოვში. იავლინსკისთან მოლაპარაკება, ტერორისტებმა მოითხოვეს. შეიარაღებულმა ჩეჩნებმა განაცხადეს, რომ თუ რომელიმე მათგანს გაუხსნიან ცეცხლს, ამას 10 მძევლის სიცოცხლე შეეწირება. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მთავარია ამჯერად, მძევლების უვნებლად განთავისუფლება: [ვლადიმირ პუტინის ხმა] ”ძირითადი მიზანი ჩვენი სამართალდამცავი და სპეციალური უწყებებისა ნებისმიერი ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელებისას უნდა იყოს მძევლების განთავისუფლება მათი უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფით”.
ტერორისტები მოითხოვენ, რომ რუსეთის ჯარმა ერთ კვირაში დატოვოს ჩეჩნეთის ტერიტორია.
XS
SM
MD
LG