Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს კვლავ


პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს კვლავ განაცხადა,

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს კვლავ განაცხადა,
რომ შეერთებულ შტატებს მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი, გაეროსთან ერთად თუ მის გარეშე განაიარაღოს ერაყი. პოლიტიკურ მიტინგზე ჩრდილოეთი კაროლინის შტატში ბუშმა თქვა, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ამერიკასა და მთელს მსოფლიოს უქმნის საფრთხეს. აშშ-მა ოთხშაბათს წარუდგინა უშიშროების საბჭოს სრულ შემადგენლობას განსახილველად ერაყის მიმართ რეზოლუციის პროექტის განახლებული ვარიანტი. დოკუმენტი ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს გაეროს განიარაღების ექსპერტებს და სავალალო შედეგებით იმუქრება, თუ ბაღდადი განიარაღების სფეროში ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
XS
SM
MD
LG