Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორისტებს, რომლებსაც 700-დე მძევალი


ტერორისტებს, რომლებსაც 700-დე მძევალი ჰყავთ დატყვევებული მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში,

ტერორისტებს, რომლებსაც 700-დე მძევალი ჰყავთ დატყვევებული მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში,
რაცია გადასცეს მათთან მუდმივი კავშირის დასამყარებლად. ხუთშაბათს, დღის ბოლოს, ორი მძევალი გათავისუფლდა. ტყვეობიდან გაქცევა 18-წლის გოგონებმა: სვეტლანა კონონოვამ და ელენა ზინოვიევამ შესძლეს. მათი გათავისუფლების დროს საგანგებო დანიშნულების რაზმელი მსბუქად დაიჭრა. ამდენად, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 39 მძევალი გათავისუფლდა. ერთი მძევალი, ოცი წლის გოგონა ოთხშაბათს ღამით დაიღუპა თეატრალური ცენტრის შენობის იერიშის დროს. გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაგმო მოსკოვში მომხდარი ტერაქტი და მძევალთა დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მძევლების აყვანა საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას უქმნის საფრთხეს. აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ტელეფონით დაუკავშირდა ვლადიმირ პუტინს და ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა ამ კრიზისის მოგვარების საქმეში. ევროკავშირმა მძევალთა დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.
რუსეთის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ მოსკოვში მომხდარი ტერაქტი, საზღვარგარეთის ტერორისტულ ცენტრებში დაიგეგმა.
XS
SM
MD
LG