Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში შეიარაღებული პირების


რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში შეიარაღებული პირების მიერ შვიდასამდე მძევლის აყვანის გამო პასუხისმგებლობა ასლან მასხადოვს დააკისრა.

რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში შეიარაღებული პირების მიერ შვიდასამდე მძევლის აყვანის გამო პასუხისმგებლობა ასლან მასხადოვს დააკისრა.
რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ვასილიევმა დღეს განაცხადა, რომ თეატრალურ ცენტრში მყოფ შეიარაღებულ პირთა მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ოპერაციას მასხადოვი ხელმძღვანელობს. ვასილიევისავე სიტყვებით, "ალ ჯაზირას" ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში შეიარაღებული ჩეჩენი ექსტრემისტები ამბობენ, რომ ისინი ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამხედრო სარდლის მითითებით მოქმედებენ. "რადიო თავისუფლებისთვის" კოპენჰაგენიდან მიცემულ ინტერვიუში კი ასლან მასხადოვის საგანგებო წარმომადგენელმა ახმედ ზაკაევმა განაცხადა, რომ მასხადოვი კატეგორიულად გმობს ტერორიზმს. მისი ამასწინანდელი განცხადება კი მოსალოდნელი "უნიკალური ოპერაციის" შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩეჩნეთის დატოვების შესახებ მხოლოდ ჩეჩნეთში დაგეგმილ საომარ ოპერაციებს გულისხმობდა.
XS
SM
MD
LG