Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერილენდის შტატის პროკურატურას განზრახული აქვს


მერილენდის შტატის პროკურატურას განზრახული აქვს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს ეგრედ წოდებულ "ვაშინგტონის სნაიპერს"

მერილენდის შტატის პროკურატურას განზრახული აქვს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს ეგრედ წოდებულ "ვაშინგტონის სნაიპერს"
ჯონ ალენ მოჰამადს, თუ მას ბრალდებას დაუმტკიცებენ. მის 17-წლის თანამზრახველის, ჯონ ლი მალვოს მიმართ, რომელიც არასრულწლოვანია, სასჯელის უმაღლესი ზომა არ იქნება გამოყენებული. გამოძიება მიიჩნევს, რომ ამ ორმა პირმა მერილენდისა და ვირჯინიის შტატებში, აგრეთვე ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში, მიმდინარე თვეს მოკლა ათი, ხოლო 3 ადამიანი დაჭრა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მოჰამადის ავტომანქანაში ნახული შაშხანა იქნა გამოყენებული ყველა ამ დანაშაულის დროს. მერილენდის შტატში, მომავალი წლის აპრილამდე, სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია გამოცხადებული. ჯონ ალენ მოჰამადს ალაბამის შტატში ჩადენილი მკვლელობისა და ძარცვაში თანამონაწილეობის ბრალდება აქვს ასევე წაყენებული.
XS
SM
MD
LG