Accessibility links

logo-print

მსოფლიოს ლიდერები მიესალმნენ ასობით მძევლის


მსოფლიოს ლიდერები მიესალმნენ ასობით მძევლის გათავისუფლებას მოსკოვში. ზოგიერთმა მათგანმა კვლავ მოუწოდა კრემლს

მსოფლიოს ლიდერები მიესალმნენ ასობით მძევლის გათავისუფლებას მოსკოვში. ზოგიერთმა მათგანმა კვლავ მოუწოდა კრემლს
– პოლიტიკური გზით მოაგვაროს ჩეჩნეთის კონფლიქტი. გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა ღრმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მაშველი ოპერაციის დროს ათობით მძევალი დაიღუპა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მაღალი შეფასება მისცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ კრიზისულ ვითარებაში გამოვლენილ სიმამაცესა და სიმტკიცეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა განაცხადა, რომ მძევლების აყვანამ, მოსკოვში, კიდევ ერთხელ ცხადყო ჩეჩნეთის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობა. ვაშინგტონში, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბუშმა დაგმო მოსკოვის თეატრში მძევლების აყვანის ფაქტი. ფლაიშერის თქმით, მოსკოვში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რაოდენ დიდ საფრთხეს უქმნის თავისუფალ სამყაროს ტერორიზმი.
XS
SM
MD
LG