Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა მოჰამედ ხათამიმ სამი


ირანის პრეზიდენტმა მოჰამედ ხათამიმ სამი ირანელი ებრაელი შეიწყალა.

ირანის პრეზიდენტმა მოჰამედ ხათამიმ სამი ირანელი ებრაელი შეიწყალა.
მათ ბრალი 2000 წლის ივლისში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედებოდათ. სამი ებრაელი იმ 700 პატიმარს შორის არიან, რომლებიც ერთ-ერთი ისლამური დღესასწაულის გამო იყვნენ შეწყალებული. დღეს კი თეირანის ორი მკვლელობაში ეჭვმიტანილი ირანელი ჩამოახრჩვეს. სასჯელის აღსრულება ირანის დედაქალაქის იმ ორ უბანში განხორციელდა, სადაც მათ დანაშაული ჩაიდინეს. ერთს ბრალი პოლიციელის, მეორეს კი რამდენიმე ნათესავის მკვლელობაში ედებოდა.
XS
SM
MD
LG