Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირჯინიის შტატის ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულ


ვირჯინიის შტატის ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულ "ვაშინგტონელ სნაიპერს" ჯონ ალენ მუჰამედს მკვლელობაში დასდო ბრალი.

ვირჯინიის შტატის ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულ "ვაშინგტონელ სნაიპერს" ჯონ ალენ მუჰამედს მკვლელობაში დასდო ბრალი.
არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ წაუყენა თუ არა ოფიციალურად ბრალდება მეორე ეჭვმიტანილსაც მუჰამედის გერ – ჯონ ლი მალვოს, რომელიც არასრულწლოვანი გახლავთ, მაგრამ ვირჯინიის შტატის კანონით ისეთივე სიმკაცრით განისჯება, როგორც ზრდასრული მოქალაქე. "ვაშინგტონელი სნაიპერის" საქმეზე მიმდინარე ძიება არ გამორიცხავს, რომ ათი მსხვერპლიდან ერთი მაინც მთავარი ეჭვმიტანილის 17 წლის გერის მოკლულია. ამის შესახებ ვირჯინიის შტატის პროკურორმა განაცხადა, სადაც 14 ოქტომბერს უშიშროების ფედერალური ბიუროს თანამშრომელი ლინდა ფრენკლინი მოკლეს. ძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს ავტოფურგონის თანამესაკუთრე, რომლითაც მუჰამედი და მალვო სარგებლობდნენ.
XS
SM
MD
LG