Accessibility links

logo-print

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული


რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ სერგეი ფრიდინსკიმ. მისივე თქმით, მასხადოვთან ერთად, იძებნებიან რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევი და ორი ყოფილი მინისტრი - ყაზბეგ მახაშევი და ხოჯ-აჰმედ ნუხაევი. ყველა მათგანს დაუსწრებლად წაუყენეს შეიარაღებული ამბოხის მოწყობის, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნისა და სხვა ბრალდებები.
XS
SM
MD
LG