Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში გაიმართა პარტია "გაერთიანებული


დღეს თბილისში გაიმართა პარტია "გაერთიანებული დემოკრატების" პირველი ყრილობა.

დღეს თბილისში გაიმართა პარტია "გაერთიანებული დემოკრატების" პირველი ყრილობა.
პარტიის ლიდერთა განცხადებით, ისინი არ შეუერთდებიან ბლოკ "საქართველოს აღორძინების" ოთხი საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივას პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ. როგორც ყრილობაზე გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, პარტიისთვის მიუღებელია ედუარდ შევარდნაძის მმართველობის სტილი, მაგრამ არანაკლებ მიუღებელია ის, რასაც ქართულ პოლიტიკაში აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე განასახიერებს.ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ცენტრსა და ავტონომიის ხელისუფლებებს შორის ანგარიშსწორების პროცესში გაერთიანებული დემოკრატები არ ჩაერთვებიან, რათა სახიფათო ცეცხლზე უნებლიეთ ნავთი არ დაასხან.
XS
SM
MD
LG