Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ დღეს


გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ დღეს პირველად დაადასტურა, რომ აგვისტოს დამდეგს, საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებული 13 პირიდან 2 ეთნიკური ქისტია.

გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ დღეს პირველად დაადასტურა, რომ აგვისტოს დამდეგს, საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებული 13 პირიდან 2 ეთნიკური ქისტია.
გაბრიჩიძის თქმით, ქისტები, დაკავებულ ჩეჩნებთან ერთად, თბილისის იზოლატორში იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ 13 დაკავებულიდან ხუთი საქართველომ რუსეთს გადასცა. პრესკონფერენციაზე გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ ბრალდებული ბეისაროვი აღმოჩნდა ახმეტის რაიონის სოფელ დუისში დაბადებული რობიზონ კუშტანაშვილი, ხოლო ტეფსაევი - იმავე დუისში დაბადებული გელა კუშტანაშვილი. პროკურორის თქმით, გამოძიებას ხელთ აქვს ამ პირთა დაბადების მოწმობები, სამხედრო ბილეთები და საბჭოთა კავშირის დროინდელი პასპორტები. ამჟამად შესწავლის პროცესშია ამ პირთა მოქალაქეობის საკითხი და თუ მათ მოქალაქეობა არ შეუცვლიათ, მაშინ თბილისს მათი ექსტრადიციის უფლება არ აქვს.
XS
SM
MD
LG