Accessibility links

logo-print

საქართველოს გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის


საქართველოს გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის გადაწყვეტილებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს რკინიგზის" დირექტორის

საქართველოს გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის გადაწყვეტილებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს რკინიგზის" დირექტორის
აკაკი ჩხაიძისა და ბიზნესმენ ალექსანდრე მაღლაფერიძის საქმის გამოძიებაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და ჟურნალისტთა 6-კაციანი სამეთვალყურეო ჯგუფი ჩაერთვება. ამ გადაწყვეტილების შესახებ გაბრიჩიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "60 წუთში" მოყვანილი ფაქტების გამოძიება. ეს ფაქტები უკავშირდება რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის აკაკი ჩხაიძისა და ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენის ალექსანდრე მაღლაფერიძის დაპირისპირებას. 2001 წლის ივლისში გენერალურმა პროკურატურამ აკაკი ჩხაიძის საჩივრის საფუძველზე ალექსანდრე მაღლაფერიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ჩხაიძე და რკინიგზის დეპარტამენტის რამდენიმე სხვა თანამშრომელი მაღლაფერიძეს თაღლითობის გზით 900 ათასი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებდნენ.
XS
SM
MD
LG