Accessibility links

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის ვიცე-პრემიერი


ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის ვიცე-პრემიერი ახმედ ზაკაევი, რომელიც ოთხშაბათს, კოპენჰაგენში დააკავეს,

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის ვიცე-პრემიერი ახმედ ზაკაევი, რომელიც ოთხშაბათს, კოპენჰაგენში დააკავეს,
დანიის დედაქალაქის სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში 12 ნოემბრამდე დარჩება, სანამ რუსეთის ხელისუფლებისათვის მისი გადაცემის საკითხს განიხილავენ. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ დაკავებული შესაძლოა ქვეყნიდან გაქცევას შეეცადოს თუ მას წინასწარი პატიმრობიდან გაუშვებენ. ახმედ ზაკაევი, რომელიც დანიის პოლიციამ, რუსეთის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ოთხშაბათს, კოპენჰაგენში დააკავა, მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას, მათ შორის 23 ოქტომბერს, მოსკოვში მძევალთა აყვანის მომზადებასა და 1996-99 წლების სხვა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობას, უარყოფს. ზაკაევი დანიაში ჩეჩნეთის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG