Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ შესაძლოა


დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მოხერხდეს ერაყთან ომის თავიდან აცილება, თუკი გაერო მიიღებს რეზოლუციას ერაყის

დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მოხერხდეს ერაყთან ომის თავიდან აცილება, თუკი გაერო მიიღებს რეზოლუციას ერაყის
სამხედრო ობიექტების ინსპექციის ახალი მკაცრი წესების შესახებ. ლონდონი – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ – დაბეჯითებით მოითხოვს, რომ გაერომ ფართო უფლებამოსილებები მიანიჭოს სამხედრო ინსპექტორებს. დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში გრძელდება ერაყის შესახებ რეზოლუციის განხილვა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი მიიჩნევს, რომ, მართალია, დოკუმენტის გარშემო უთანხმოება თანდათან იკლებს, მაგრამ კენჭისყრა მომავალ კვირამდე არ არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG