Accessibility links

logo-print

სამხრეთი იტალიის პატარა ქალაქ სან


სამხრეთი იტალიის პატარა ქალაქ სან ჯულიანო და პულიაში გრძელდება სამაშველო სამუშაოები საბავშვო ბაღთან,

სამხრეთი იტალიის პატარა ქალაქ სან ჯულიანო და პულიაში გრძელდება სამაშველო სამუშაოები საბავშვო ბაღთან,
რომელიც დღეს დილით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით, სულ ცოტა, ხუთი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ რვა - მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად გამოიყვანეს 24 ბავშვი და მასწავლებელი. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში კიდევ 20-მდე ადამიანი იმყოფება. მიწისქვეშა ბიძგების ძალა რიჰტერის სკალით 5,4 ბალს შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ნეაპოლიდან 80 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ კამპობასოსთან მდებარეობდა.
XS
SM
MD
LG