Accessibility links

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ვიცე-პრემიერი ახმედ


ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ვიცე-პრემიერი ახმედ ზაკაევი, რომელიც ოთხშაბათს, რუსეთის მოთხოვნით, დანიაში დააკავეს, "თავს კარგად გრძნობს

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ვიცე-პრემიერი ახმედ ზაკაევი, რომელიც ოთხშაბათს, რუსეთის მოთხოვნით, დანიაში დააკავეს, "თავს კარგად გრძნობს
და ყველა აუცილებელი პირობა აქვს შექმნილი". დანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში იჩქერიის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელის უსმან ფერზაულის ეს სიტყვები პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს. ფერზაულის თქმით, ისიც და ზაკაევის ვექილებიც - ორი დანიელი და ერთი ბრიტანელი - სისტემატურად ხვდებიან დაკავებულს. "ახმედ ზაკაევი იზოლირებული არ არის, რადგან რუსეთის მხრიდან არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება", ამტკიცებს უსმან ფერზაული. დანიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახმედ ზაკაევი 12 ნოემბრამდე იქნება დაკავებული.
XS
SM
MD
LG