Accessibility links

თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე "უპერსპექტივოდ"


თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე "უპერსპექტივოდ" მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილ ანტიტერორისტულ ოპერაციებში

თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე "უპერსპექტივოდ" მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილ ანტიტერორისტულ ოპერაციებში
ბათუმსა და ახალქალაქში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობის გამოყენების შესაძლებლობას. გუშინ ეს საკითხი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საკომიტეტო მოსმენაზე განიხილეს. როგორც დავით თევზაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს არათუ ოპერაციების ჩატარების, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებაც არა აქვთ.
XS
SM
MD
LG