Accessibility links

თბილისის განცხადებით, უფრო ლოგიკური და


თბილისის განცხადებით, უფრო ლოგიკური და პერსპექტიული იქნებოდა, თუ რუსი პოლიტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე

თბილისის განცხადებით, უფრო ლოგიკური და პერსპექტიული იქნებოდა, თუ რუსი პოლიტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე
დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გადასროლაზე საუბრის ნაცვლად, ბათუმსა და ახალქალაქში მოქმედი რუსეთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის საკითხს განიხილავდნენ, როგორც ამას საერთაშორისო შეთანხმებები ითვალისწინებს. ასეთი კომენტარი გაუკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მიმდინარე საკომიტეტო განხილვას, რომელზეც რუსი პარლამენტარები საქართველოში ანტიტერორისტულ ოპერაციებში რუსეთის ჯარების მონაწილეობის შესაძლებლობაზე მსჯელობენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე სიხარულიძემ დასძინა, რომ უკვე რამდენიმე წელია დღის წესრიგში დგას საქართველოში რუსეთის ჯარების არა შეყვანის, არამედ იქიდან მათი სრული გაყვანის საკითხი.
XS
SM
MD
LG