Accessibility links

ინდონეზიის პოლიციამ დღეს დაკითხა მუსლიმანი


ინდონეზიის პოლიციამ დღეს დაკითხა მუსლიმანი რელიგიური ლიდერი აბუ ბაქარ ბაშირი,

ინდონეზიის პოლიციამ დღეს დაკითხა მუსლიმანი რელიგიური ლიდერი აბუ ბაქარ ბაშირი,
რომელიც ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. ბაშირმა უარი თქვა ჩვენებების მიცემაზე დაჯგუფება "ჯემაა ისლამიას" საქმიანობის შესახებ, რომლის სულიერი ლიდერი თვითონაა. ბაშირმა თქვა, რომ ამგვარი ორგანიზაცია არ არსებობს. ინდონეზიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კუნძულ ბალიზე ამასწინანდელ ტერაქტში, რამაც 190-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, "ჯემაა ისლამიას" ხელი ურევია. თავად ბაშირისთვის, ბალიზე მომხდარი აფეთქების ოფიციალური ბრალდება ჯერჯეროით არ წაუყენებიათ.
XS
SM
MD
LG