Accessibility links

logo-print

დღეს, ინდონეზიის კუნძულ სუმატრის ჩრდილო-დასავლეთ


დღეს, ინდონეზიის კუნძულ სუმატრის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა,

დღეს, ინდონეზიის კუნძულ სუმატრის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა,
რის შედეგადაც 50-დე ადამიანი დაშავდა, ხოლო ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა - მიწასთანაა გასწორებული. ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკური ცენტრის თანამშრომელთა ცნობით, ყველაზე მეტად მიწისძვრამ ჩრდილოეთი სუმატრის დედაქალაქ მედანის ჩრდილო-დასავლეთით, 275 კილომეტრში მდებარე პატარა კუნძული სიმულუ დააზიანა. სიმულუს საავადმყოფოს ექიმის ცნობით, კუნძულზე სულ ცოტა 42 ადამიანი დაშავდა; მათგან ორის მდგომარეობა - კრიტიკულია. ექიმის თქმით, დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი აღმოჩნდეს; ვინაიდან კუნძულზე გზები არაა გაყვანილი უაღრესად გართულებულია პირველადი დახმარების აღმოჩენა დაზარალებულთათვის. ავსტრალიის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7.7-დ ბალს აღწევდა რიხტერის სკალაზე , ხოლო ეპიცენტრი ინდოეთის ოკეანის ფსკერზე იყო დაახლოებით 200 კილომეტრში მედანის სამხრეთ-დასავლეთით.
XS
SM
MD
LG