Accessibility links

logo-print

მოლაპარაკება კორეის ორ სახელმწიოს შორის


მოლაპარაკება კორეის ორ სახელმწიოს შორის, დაშორებული ოჯახების გაერთიანების თაობაზე,

მოლაპარაკება კორეის ორ სახელმწიოს შორის, დაშორებული ოჯახების გაერთიანების თაობაზე,
შაბათს, უშედეგოდ დამთავრდა. სამდღიანი შეხვედრა წითელი ჯვრის ეგიდით გაიმართა ჩრდილოეთი კორეის საკურორტო ქალაქ კუგმანში. როგორც სამხრეთი კორეის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, ჩრდილოეთმა კორეამ არ მოისურვა განხილვა საკითხისა - თუ რა ბედი უნდა ეწიოს იმ სამხრეთ კორეელ მოქალაქეებს, რომლებიც ფხენიანმა გაიტაცა კორეის 1950-53 წლების პერიოდში და მისი დამთავრების შემდეგ. მხარეები ვერც მომავალი შეხვედრის თარიღზე შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG