Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი იტალიის ქალაქ სან ჯულიანო


სამხრეთი იტალიის ქალაქ სან ჯულიანო დი პულიაში დღეს დაკრძალეს 29 ადამიანი, რომლებიც 31 ოქტომბერს მომხდარი

სამხრეთი იტალიის ქალაქ სან ჯულიანო დი პულიაში დღეს დაკრძალეს 29 ადამიანი, რომლებიც 31 ოქტომბერს მომხდარი
მიწისძვრის შედეგად დაიღუპნენ. 26 მოსწავლე, 6-7 წლის ასაკისა და 3 მოზრდილი დაიღუპა, როცა მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრე 5.4-თედ ბალს აღწევდა რიხტერის სკალაზე, მთლიანად დაანგრია სკოლის ორსართულიანი შენობა. ქალაქში, რომლის მოსახლეობა ოდნავ აღემატება ათასს, ტრაგედია თითქმის ყველა ოჯახს შეეხო. ერთ-ერთი დაღუპული ბავშვის დედამ ხელისუფლებას მიმართა მოწოდებით – შემოწმებულ იქნეს ქვეყანაში ყველა სასკოლო შენობის მდგომარეობა. დაწყებულია გამოძიება იმის გასარკვევად, რატომ დაინგრა მთლიანად მიწისძვრის შედეგად მაინცადამაინც სკოლის შენობა, არც თუ დიდი ხნის წინათ აშენებული, მაშინ როცა გაცილებით ძველ შენობებს მიწისძვრამ ვერაფერი დააკლო.
XS
SM
MD
LG