Accessibility links

logo-print

გროზნოს ოქტომბრის რაიონში დღეს მოკლეს


გროზნოს ოქტომბრის რაიონში დღეს მოკლეს ორი ჩეჩენი მეომარი, რომლებმაც, როგორც ვარაუდობენ,

გროზნოს ოქტომბრის რაიონში დღეს მოკლეს ორი ჩეჩენი მეომარი, რომლებმაც, როგორც ვარაუდობენ,
გუშინ რუსეთის სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ იუწყება ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ოპერაციის მართვის შტაბის წარმომადგენელი. მისივე თქმით, რამდენიმე მეომარმა მიმალვა მოახერხა და ამჟამად მათი ძებნა მიმდინარეობს. შვეულმფრენი "მი-8" საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს ხანკალის სამხედრო ბაზის რაიონში. დაიღუპა 9 რუსი სამხედრო მოსამსახურე. დღეს, კურჩალოის რაიონში, სამი მოზარდის გვამები იპოვეს. სამივე მათგანი თავში გასროლით არის მოკლული. სამივე 15 წლის იყო.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, იგი აფართოებს ჩეჩნეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას და "თვითმკვლელი მეომრების" ხელში ჩაგდებას ცდილობს. რუსეთის სპეცსამსახურების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გროზნოსა და გუდერმესში თვითმკვლელი ტერორისტები ახალ ტერაქტებს ამზადებენ.
XS
SM
MD
LG