Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძემ "თეორიულადაც და პრაქტიკულადაც


ედუარდ შევარდნაძემ "თეორიულადაც და პრაქტიკულადაც შესაძლებელი" უწოდა ნოვოროსიისკი-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის იდეას.

ედუარდ შევარდნაძემ "თეორიულადაც და პრაქტიკულადაც შესაძლებელი" უწოდა ნოვოროსიისკი-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის იდეას.
დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი სასარგებლო იქნებოდა როგორც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, ისე საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობათა გააქტიურების მხრივ. თუმცა, შევარდნაძემ დასძინა, რომ მილსადენის მშენებლობის ეს იდეა რუსეთთან სერიოზულად ჯერ არ განხილულა. მანამდე საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო რუსეთს ნოვოროსიისკი-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას სთავაზობს. ჭანტარიას თქმით, ამ მილსადენის ამოქმედება ტონაზე 10 დოლარით მაინც შეამცირებდა რუსეთის ნავთობის ტრანსპორტირების ხარჯებს.
XS
SM
MD
LG