Accessibility links

logo-print

თურქეთში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში


თურქეთში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ზომიერმა ისლამისტებმა გაიმარჯვეს.

თურქეთში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ზომიერმა ისლამისტებმა გაიმარჯვეს.
სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ხმების 34 პროცენტი და 363 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. ამრიგად, მას საშუალება ექნება, ერთპარტიიანი მთავრობა ჩამოაყალიბოს (თურქეთის პარლამენტი 550-ადგილიანია). გამარჯვებული პარტიის ლიდერმა რეჯეფ ტაიფ ერდოანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს თურქეთის სწრაფვას, ევროპის კავშირში გაწევრიანდეს. მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ 10-პროცენტიანი ზღუდე ვერ გადალახა და საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლები აღარ ეყოლება. ამ პარტიის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ბიულენთ ეჯევითმა თავისი გადადგომის შესახებ გამოაცხადა. მაგრამ პრეზიდენტმა აჰმეტ ნეჯდეთ სეზერმა ეჯევითს სთხოვა, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩეს.
XS
SM
MD
LG