Accessibility links

ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა განაცხადა


ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა განაცხადა, რომ ბაღდადი მზად არის, დაემორჩილოს გაეროს ახალი რეზოლუციის პირობებს,

ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა განაცხადა, რომ ბაღდადი მზად არის, დაემორჩილოს გაეროს ახალი რეზოლუციის პირობებს,
თუ ეს რეზოლუცია აშშ-მა მხოლოდ და მხოლოდ საბაბად არ გამოიყენა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად. ამ შინაარსის განცხადება ჰუსეინმა დღეს, ავსტრიის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოს იორგ ჰაიდერთან შეხვედრისას გააკეთა. დღესვე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გამოთქვა რწმენა, რომ ერაყის საკითხში გაეროს უშიშროების საბჭო სულ მალე მიიღებს ახალ რეზოლუციას. მისი თქმით, საბჭოს მუდმივ წევრთა პოზიციები სულ უფრო უახლოვდება ერთმანეთს.
XS
SM
MD
LG