Accessibility links

logo-print

რუსეთმა, მისი იურისტების მიერ შეგროვილი


რუსეთმა, მისი იურისტების მიერ შეგროვილი, ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის აჰმედ ზაკაევის ტერორისტულ აქტებთან კავშირის დამადასტურებელი საბუთები გადასცა დანიას,

რუსეთმა, მისი იურისტების მიერ შეგროვილი, ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის აჰმედ ზაკაევის ტერორისტულ აქტებთან კავშირის დამადასტურებელი საბუთები გადასცა დანიას,
სადაც ზაკაევი დაკავებული ჰყავთ.მასალები რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა თავის დანიელ კორეგას ლენე ესპერსონს გადასცა. ესპეროსნმა თქვა, რომ ის სასწრაფოდ გაეცნობა მასალებს. მან ადრე განაცხადა, რომ არ აქვს საბუთი, რომელიც ზაკაევის დანაშაულს ამტკიცებდეს. აჰმად ზაკაევი კოპენჰაგენში დააკავეს გასულ კვირას. მოსკოვის თანახმად, ზაკაევი 1990-ში მეთაურობდა ათასხუთასკაციან შეიარაღებულ ჯგუფს, რომელსაც არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. კრემლი ზაკაევსვე აბრალებს მოსკოვში მძევლების ამასწინანდელი აყვანის საქმის ორგანიზებას.
დღესვე ვარშავაში პოლონეთში დანიის საელჩოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია ზაკაევის რუსეთისვის გადაცემის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG