Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სპეცსამსახურების ყოფილი შეფი იგორ


საქართველოს სპეცსამსახურების ყოფილი შეფი იგორ გიორგაძე, რომელიც ინტერპოლის მიერ 1995 წლის 29 აგვისტოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე

საქართველოს სპეცსამსახურების ყოფილი შეფი იგორ გიორგაძე, რომელიც ინტერპოლის მიერ 1995 წლის 29 აგვისტოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე
განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით იძებნება, დსთ-ს ფარგლებშია, მათ შორის ,,მოსკოვშიც იმყოფება ხოლმე”, - აცნობა საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსს საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ავთანდილ იოსელიანმა. მისი თქმით, თუ იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოსვლას გადაწყვეტს, თვითონ ,,იზრუნებს, რომ იგი უკანონოდ არ დაისაჯოს”.
ადრე შევარდნაძემ გიორგაძეს დაბრუნება და ჩვენებების მიცემა შესთავაზა. ავთანდილ იოსელიანს გაუჭირდა იმის თქვა, გადაწყვეტს თუ არა გიორგაძე საქართველოში ჩამოსვლას. aდაზვერვის ხელმძღვანელის მონაცემებით, 1995 წლიდან იგორ გიორგაძე საქართველოში არ ჩამოსულა.
XS
SM
MD
LG