Accessibility links

logo-print

საქართველო, 21-22 ნოემბერს პრაღაში დაგეგმილ


საქართველო, 21-22 ნოემბერს პრაღაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე,

საქართველო, 21-22 ნოემბერს პრაღაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე,
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების განზრახვის შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ოთხშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებობს შემოთავაზება, რომ ასეთი განაცხადის შემთხვევაში, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომლის საკითხიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე დადგება დღის წესრიგში. ამასთან, შევარდნაძემ ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სამხედრო საკითხებთან დაკავშირებულ სტრუქტურებს სთხოვა, რომ სამხედრო რეფორმის შესახებ პრეზიდენტის მოხსენებაზე მუშაობა დროულად დასრულდეს. აგრეთვე, დროულად უნდა შედგეს საქართველოს მთავარსარდლის პირად შემადგენლობასთან შეხვედრა, რომელზეც ამ რთულ პროცესთან დაკავშირებით კონკრეტული ამოცანები დაისახება.
XS
SM
MD
LG