Accessibility links

მძევლობიდან გათავისუფლებული ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ


მძევლობიდან გათავისუფლებული ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შოუ უკვე თბილისშია.

მძევლობიდან გათავისუფლებული ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შოუ უკვე თბილისშია.
141 დღიანი მძევლობის შემდეგ პიტერ შოუ უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმმა ოთხშაბათს საღამოს 21.00 საათზე ახმეტის რაიონის მიმდებარე ყვარლის რაიონის ერთ-ერთ ბლოკ-საგუშაგოსთან სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა. როგორც უშიშიშროების სამინისტროდან იუწყებიან, პიტერ შოუს ტყვეობის მანძილზე გამტაცებლები ორმოში ამყოფებდნენ და რამდენიმეჯერ შეუცვალეს ადგილი. სპეცოპერაციისას მოხდა შეიარაღებული შეტაკება, რის გამოც ერთი გამტაცებელი გვარად მედუქნიშვილი და მეტსახელად "ტაშკენტა"დაიღუპა. ქართველი სამართალდამცავების მხრიდან მსხვერპლი არ არის. გამტაცებლების დაკავება ვერ მოხერხდა, თუმცა მიმდინარეობს მათი "დევნა".
XS
SM
MD
LG