Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი ბანკირი და ევროკავშირის ექსპერტი


ბრიტანელი ბანკირი და ევროკავშირის ექსპერტი პიტერ შოუ ლონდონში ჩაფრინდა

ბრიტანელი ბანკირი და ევროკავშირის ექსპერტი პიტერ შოუ ლონდონში ჩაფრინდა
საქართველოდან, სადაც 141 დღე მძევლობაში დაჰყო. მის ოთხშაბათს გათავისუფლებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ცნობა ვრცელდება: თუ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების, მათ შორის უშიშროების მინისტრ ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, პიტერ შოუ უშიშროების ძალების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაიხსნეს, თვით შოუმ აღნიშნა, რომ თავად გაექცა გამტაცებლებს, რომელთაც ის წლეულს ივნისში შეიპყრეს. ამ ვერსიით, პიტერ შოუ იმ ადგილიდან, სადაც მოთავსებული იყო, წუხელ მთაზე გაიყვანა ოთხმა ადამიანმა. შოუს შეეშინდა, რომ მოკვლას უპირებდნენ და გაქცევა სცადა - წარმატებით. ასევე დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევადრნაძემ ბრიტანელი მძევლის გათავისუფლების სპეცოპერაციას "მაღალ დონეზე ჩატარებული ღონისძიება" უწოდა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი", რომლის ცნობით, სპეცოპერაციის დროს მოკლული მამაკაცი წარსულში ახმეტის რაიონის პოლიციაში, ნარკომანიის საკითხებზე მუშაობდა. ამასობაში, პიტერ შოუს გათავისუფლებას გამოეხმაურა ევროკომისია, რომელიც გამტაცებელთა მართლმსაჯულებისათვის სასწრაფოდ გადაცემას მოითხოვს. ამის შესახებ "პრაიმ-ნიუსს" საქართველოში ევროკომიის წარმომადგენლობაში აუწყეს. ამავე დროს, ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა კომისარი ქრისტოფერ პატენი "სიხარულითა და შვებით" მიესალმა პიტერ შოუს დახსნას.
XS
SM
MD
LG