Accessibility links

logo-print

თურქეთში კვირას გამართულ არჩევნებში გამარჯვებული


თურქეთში კვირას გამართულ არჩევნებში გამარჯვებული პარტია მომავალ კვირაზე ადრე არ წარადგენს კანდიდატს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

თურქეთში კვირას გამართულ არჩევნებში გამარჯვებული პარტია მომავალ კვირაზე ადრე არ წარადგენს კანდიდატს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა რეჯეფ ტაიფ ერდოგანმა გამოაცხადა. "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" ლიდერი დღეს შეხვდა პრეზიდენტ აჰმეთ ნეჯეპ სეზერს, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დანიშვნა ევალება. მაგრამ შეხვედრის შემდეგ ერდოგანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას და პრეზიდენტს არ განუხილავთ პრემიერის დანიშვნის საკითხი. თვით ერდოგანს არა აქვს პრემიერ-მინიტრის პოსტის დაკავების უფლება, ადრე მოხდილი პატიმრობის გამო. იუწყებიან აგრეთვე, რომ სეზერი დღესვე შეხვდა არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვედრილი მეორე პარტიის, მემარცხენე-ცენტრისტული "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერ დენიზ ბაიკალს. ბაიკალს და ერდოგანს დადებული აქვთ პირობა, რომ ითანამშრომლებენ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მისაღწევად.
XS
SM
MD
LG